13:16 - 22 Aug, 2019
2019-04-15 18:54:25, 741 ნახვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრს რუმინეთის პრეზიდენტმა უმასპინძლა

საქართველოსა და რუმინეთის მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებზე, ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით არსებულ პოტენციალზე, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა პრეზიდენტის სასახლეში დღეს გამართულ შეხვედრაზე.

ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

საუბარი შეეხო ენერგეტიკის სფეროში მსხვილი ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივას, რაც  ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას შეუწყობს ხელს. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქართული მხარის მზადყოფნა, ორმხრივ ურთიერთობებს სტრატეგიული ხარისხი მიენიჭოს, რაც საქართველოსა და რუმინეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხების უკეთ გადაწყვეტას მოემსახურება.

ხაზი გაესვა ევროკავშირის საბჭოში რუმინეთის პრეზიდენტობის აქტიური ძალისხმევის მნიშვნელობას „აღმოსავლეთ პარტნიორობის" იდეის მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და რუმინეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე. მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე  - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" და რუმინეთის პრეზიდენტს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics