22:01 - 25 Jun, 2019
2019-04-15 18:46:48, 610 ნახვა
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე უკრაინელ კოლეგას შეხვდა

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე უკრაინელ კოლეგას შეხვდა. მიხეილ სარჯველაძემ და ოლენა სუკმანოვამ იუსტიციის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. მიხეილ სარჯველაძემ სტუმარს საქართველოში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების სფეროში გატარებულ რეფორმებს, რომლებმაც საქართველოში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა დემოკრატიის ხარისხი და ქვეყანას არაერთი წარმატება მოუტანა საერთაშორისო კვლევებსა და რეიტინგებში.

ოლენა სუკმანოვა საქართველოში საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით იმყოფება, რომელიც  ევროკავშირის პროექტის - „EU4Justice“ ორგანიზებით დღეს, 15 აპრილს გაიხსნა. კონფერენციის თემა აღდგენითი მართლმსაჯულების საკითხებია. უკრაინული დელეგაცია ერთ-ერთია იმ 15 ქვეყნის დელეგაციას შორის, რომელიც საქართველოს გამოცდილებას ეცნობა მართლმსაჯულების სფეროს წარმატებული რეფორმირების კუთხით.

კონფერენცია ორდღიანია და ის ხვალ დასრულდება.

 

 

 

(NS)




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტის პლენარული სხდომა






აქციის დარბევის საქმეზე 10 სამართალდამცველს უფლებამოსილება შეუჩერდა
1 გარდაცვლილი, 2 დაშავებული - მეტეხის ეზოდან 3 ტურისტი გადმოვარდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics