22:31 - 25 Jun, 2019
2019-04-15 15:49:18, 930 ნახვა
16 აპრილიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება - სინოპტიკოსების პროგნოზი

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-18 აპრილს საქართველოში ამინდის პირობების გაუარესებაა მოსალოდნელი.

სინოპტიკოსები ვარაუდობენ წვიმას, ზოგად ძლიერს, შესაძლებელია სეტყვაც, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. 

უწყების ცნობით, 17-18 აპრილს ჰაერის ტემერატურის მკვეთრი დაცემა, მაღალმთიან ზონაში თოვლი, ზოგან ქარბუქი, ზღვაზე კი, 3-4-ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი.

"საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლებელოა საშიშ ნიშნულებს მიაღწიოს. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტის პლენარული სხდომა






აქციის დარბევის საქმეზე 10 სამართალდამცველს უფლებამოსილება შეუჩერდა
1 გარდაცვლილი, 2 დაშავებული - მეტეხის ეზოდან 3 ტურისტი გადმოვარდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics