22:30 - 25 Jun, 2019
2019-04-15 14:51:03, 974 ნახვა
ხიჭაური-გოდერძის უღელტეხილის გაზიფიცირების პროექტის სამშენებლო სამუშაოების ტენდერი გამოცხადდა

აჭარის მთავრობა მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტს ახორციელებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შუახევის მუნიციპალიტეტი (ხიჭაურის დასახლება) -გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე (ზანკები), ბუნებრივი აირის მილსადენის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 33 მლნ 797 ათასი ლარია.

აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მსურველ სუბიექტებს შესაბამისი განცხადების გაკეთება 5 მაისიდან 10 მაისამდე შეეძლებათ. გამარჯვებულმა კომპანიამ გაზის მილსადენის სამშენებლო სამუშაოების შესრულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვეში უნდა უზრუნველყოს.

მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტის პირველი ეტაპი: დასრულებულია მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პირველი ეტაპი. სოფ.სალიბაურიდან-სოფ.ხიჭაურამდე გაზის მილები ცენტრალური მაგისტრალის 65 კმ. მონაკვეთზე ჩაიდო, რაც 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას ითვალისწინებს. გაზსადენი ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის (ხიჭაურის) ბუნებრივი გაზით მომარაგებას უზრუნველყოფს. სამშენებლო სამუშაოებში 120 ადამიანი დასაქმდა.

მეორე ეტაპი: უკვე დაწყებულია მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების მეორე ეტაპი, რაც შუახევიდან(სოფ.ხიჭაური)-გოდერძის უღელტეხილამდე, 54.0 კმ. მონაკვეთზე ძირითადი გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს. დამატებით 15 200 აბონენტის გაზიფიცირება მოხდება. დასაქმდება 140 ადამიანი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://tenders.procurement.gov.ge

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტის პლენარული სხდომა






აქციის დარბევის საქმეზე 10 სამართალდამცველს უფლებამოსილება შეუჩერდა
1 გარდაცვლილი, 2 დაშავებული - მეტეხის ეზოდან 3 ტურისტი გადმოვარდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics