22:14 - 25 Jun, 2019
2019-04-15 13:27:30, 713 ნახვა
კვლევა: თბილისში მოსწავლეების 48%-ს აზარტულ თამაშებთან შეხება აქვს

თბილისში მოსწავლეების 48%-ს აზარტულ თამაშებთან შეხება აქვს, - ამის შესახებ „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის” დამფუძნებელმა გუგა ბესელიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

ბესელიას განმარტებით, კვლევა თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე 10 სკოლაში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 14-დან 18 წლამდე ასაკის 500-მა მოსწავლემ მიიღო, მათგან 55% ბიჭი, 45% კი, გოგო იყო. 

"ცუდი არის ის, რომ ასაკის მატებასთან ერთად თამაშების მიმართ დამოკიდებულება იზრდება. თუ გამოკითხულთა კატეგორიას 14 წლის მოზარდებს გამოვაკლებთ, 15-18 წლის მოსწავლეებში აზარტულ თამაშებთან შეხების მაჩვენებელი 59%-მდე იზრდება. რაც სავალალოა. კვლევის მიხედვით, გამოკითხული ბიჭების 56%-ს და გამოკითხული გოგოების 44%-ს აზარტულ თამაშებთან შეხება აქვს. მოზარდები ონლაინსამორინეების შესახებ ინფორმაციას ძირითადად ინტერნეტრეკლამით იღებენ, ამის მაჩვენებელი 75% შეადგენს. ასევე პრობლემაა ის, რომ სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე აზარტული თამაშების შესახებ სარეკლამო ბილბორდებია განთავსებული", - აღნიშნა ბესელიამ.

რაც შეეხება რეგესტრაციას, მოზარდებს ონლაინ სამორინეებში ექაუნთის შექმნა პრობლების გარეშე შეუძლიათ. 

"თვითონ ონლაინ სამორინეებს აქვთ ძალიან სუსტი კანტროლის მექანიზმი ამ მიმართულებით. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეგისტრირება და შემდგომში თამაში. გვაქვს ჩატარებული ცდა, ჩემი 5 წლის შვილის მონაცემებით დავრეგისტრირდი ყველანაირი პრობლემის გარეშე. ერთადერთი ბარიერი რაც არის რეგისტრაციის დროს, საიტი გვეკითხება ვართ თუ არა სრულწლოვანი. ნებისმიერი მოზარდი, რომელსაც თამაშის სურვილი აქვს, ამ ბარიერს მარტივად ლახავს. ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც პირველ რიგში შეეხება იმ აგრესიულ სარეკლამო კამპანიას, რომელსაც აწარმოებენ ონლაინ სამორინეები, და მეორე სახელმწიფომ უნდა მოსთხოვონ, მათ, რომ წვდომა ჰქონდეთ საჯარო რეესტრთან და მოხდეს მოქალაქის იდენტიფიცირება, რადგან არ იციან დამრეგისტრირებელი ვინ არის. ამ კანონპროექტის წარდგენა პარლამენტში ზაფხულამდე მოხდება. დღეს საქართველოში 500 ათასამდე ექაუნტია დარეგისტრირებული, რაც მოსახლეობის 20%-ია", - განაცხადა გუგა ბესელიამ. 

 

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტის პლენარული სხდომა






აქციის დარბევის საქმეზე 10 სამართალდამცველს უფლებამოსილება შეუჩერდა
1 გარდაცვლილი, 2 დაშავებული - მეტეხის ეზოდან 3 ტურისტი გადმოვარდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics