09:51 - 19 Jun, 2019
2019-04-15 13:40:24, 659 ნახვა
ახალგაზრდა ქართველი ინოვატორები სამთვიან სტაჟირებას იტალიაში გაივლიან

ახალგაზრდა ინოვატორები ნინო გრიგალაშვილი და გურამ ცირეკიძე ინოვაციების სააგენტოსა და იტალიის საელჩოს დაფინანსებითა და ორგანიზებით სამთვიან სტაჟირებას იტალიაში გაივლიან.

ინოვატორთა კონკურსის გამარჯვებულები სასწავლო კურსით მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საავტომობილო ბრენდებისთვის სამუხრუჭე სისტემების მწარმოებელი კომპანიის  Brembo-ს ინოვაციურ ცენტრს Kilometro Rosso- ს და Città della Scienza-სა და ნეაპოლის ფედერიკო II სახ. უნივერსიტეტის ხელშეწყობით შექმნილ ბიზნეს ინკუბატორს Campania NewSteel - ს ეწვევიან.

ინოვატორთა კონკურსი იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ფონდის (COTEC) და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობის შედეგია. კონკურსი დაწესდა COTEC-სა და GITA-ს შორის 2018 წელს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჯო მატარელას (რომელიც COTEC-ს საპატიო პრეზიდენტიცაა) საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში.

გამარჯვებულები ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, იტალიის ელჩმა ანტონიო ბარტოლიმ და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ დააჯილდოეს. 

 

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






პრაიდი ჩატარდება - "თბილისი პრაიდი" განცხადებას ავრცელებს
ქუთაისში აფეთქებისას დაშავებული 10 წლის გოგონასი და 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics