22:00 - 25 Jun, 2019
2019-04-15 13:36:48, 692 ნახვა
ანა დოლიძე: უმრავლესობა უფრთხის ვენეციის კომისიის დასკვნას, ლაჩრულად იქცევა

უმრავლესობა უფრთხის ვენეციის კომისიის პოზიციას, იქცევა ლაჩრულად, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე პარლამენტში მიმდინარე განხილვას.

ანა დოლიძის თქმით, კანონპროექტში უმთავრესი პრობლემაა ის, რომ იუსტიციის უმღლესი საბჭოს უმრავლესობას - 10 წევრს, რჩება სრული უფლებამოსილება, რომ პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატთა სია წარადგინოს.

„ის, რომ იურიდიული კომიტეტი ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე იღებს კანონპროექტს მეორე მოსმენით, მიუთითებს, რომ უფრთხის ვენეციის კომისიის პოზიციებს. სინამდვილეში არგუმენტი, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები აკლია და ამიტომ რეაქტიული სიჩქარით უნდა მივიღოთ ეს პროექტი, ცხადია, საფუძველს მოკლებულია, რადგან პარლამენტში 2016 წლიდან წარდგენილია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამი კანდიდატი: ნონა თოდუა, თამარ ლალიაშვილი და ლევან ბოძაშვილი. საქართველოს პარლამენტს, თუ ასე ეჩქარებოდა, მაშინ ამ ადამიანებისთვის უნდა ეყარა კენჭი, მათი იგნორირება არ უნდა მოეხდინა და შემდეგ უნდა ეზრუნა დანარჩენ კანდიდატურებზე. ფაქტია, რომ მოხდა იურიდიული თვალსაზრისით გამართულად წარდგენილი ადამიანების სახელებისა და გვარების იგნორირება“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

 

 

ინფორმაციას: 1tv.ge ავრცელებს.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტის პლენარული სხდომა






აქციის დარბევის საქმეზე 10 სამართალდამცველს უფლებამოსილება შეუჩერდა
1 გარდაცვლილი, 2 დაშავებული - მეტეხის ეზოდან 3 ტურისტი გადმოვარდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics