09:18 - 19 Jun, 2019
2019-04-15 11:25:00, 669 ნახვა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კამათის ფონზე მიმდინარეობს.

დეპუტატების ნაწილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე კანონპროექტის დღის წესრიგიდან მოხსნას ითხოვენ და უმრავლესობას მიმართავს, მეორე მოსმენით განხილვა არ დაიწყოს მანამ, ვიდრე ცნობილი არ გახდება ვენეციის კომისიის დასკვნა, მისი შენიშვნები და რეკომენდაციები.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ უმრავლეოსბას შესთავაზა, რომ  თუკი პროექტის მეორე მოსმენით განხილვა დღეს მაინც გაიმართება, კენჭისყრის პროცედურა ვენეციის კომისიის დასკვნამდე გადაიდოს.

თავის მხრივ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება და მისი შენიშვნები და რეკომენდაციები პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას აისახება.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






პრაიდი ჩატარდება - "თბილისი პრაიდი" განცხადებას ავრცელებს
ქუთაისში აფეთქებისას დაშავებული 10 წლის გოგონასი და 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics