13:07 - 19 Jun, 2019
2019-04-15 11:09:57, 721 ნახვა
ბავშვთა ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „გორდა“, ისრაელში არ შეუშვეს

ბავშვთა ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „გორდა“, ისრაელში  არ შეუშვეს. ჯგუფის წევრების ახლობლების  განცხადებით, ამჟამად 15 ადამიანი  სადეპორტაციო განყოფილებაშია გადაყვანილი, მათ შორის 4 ბავშვია.

ანსამბლის ერთ-ერთი წევრის ახლობლების თქმით, ანსამბლის წევრებს საბუთები წესრიგში ჰქონდათ, თუმცა  საზღვარზე მაინც არ შეუშვეს. 

მათივე თქმით, საზღვარზე დაკავებულები გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან. 

„ანსამბლი „გორდა“ 4 ბავშვთან და და რამდენიმე უფროსთან ერთად, მშობლებთან ერთად ჩავიდნენ ისრაელში მოწვევით ფესტივალზე. საბუთები, აბსოლუტურად ყველაფერი დაამზადეს, გააკეთეს, ყველაფერი ჰქონდათ ხუთიანზე გაკეთებული, ჩავიდნენ და იქ დილის თერთმეტი საათიდან საღამოს ათ საათამდე აყურყუტეს. ვითომ შემოწმებები იყო და ბოლოს ყველა, ბავშვებთან ერთად სადეპორტო ციხეში შეყარეს. იქ, სადაც საჭმელი არ არის, წყალი არ არის, ტუალეტი  არ არის - გაუსაძლისი მდგომარეობაა. ჩემი რძალი დაელაპარაკა საკონსულოს და საკონსულომ გასცა ასეთი პასუხი, რომ თუ გაქვთ ფული და იყიდით ბილეთს ჩვენ დაგეხმარებით, რომ ჩამოფრინდნენ უკან. ყველას ორი გზის ბილეთი ნაყიდი ჰქონდათ“, - აცხადებს ანსამბლის ერთ-ერთი წევრის ახლობელი ჯაბა დაუშვილი.

 

წყარო - კურიერი




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






პრაიდი ჩატარდება - "თბილისი პრაიდი" განცხადებას ავრცელებს
ქუთაისში აფეთქებისას დაშავებული 10 წლის გოგონასი და 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics