21:58 - 20 Jul, 2019
2019-04-15 10:43:53, 1302 ნახვა
აშშ სტიქიას ებრძვის - დაღუპულია 8 ადამიანი

ამერიკის შეერთებულ შტატებში ტორნადოს შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვია, - ამის შესახებ Associated Press იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, სტიქიას აშშ-ის რამდენიმე შტატში, კერძოდ კი, ტეხასში, ლუიზიანაში, ალაბამასა და მისისიპიში ებრძვიას. ამასთან, მისისიპიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ტეხასში მდებარე ქალაქი ფრანკლინი სრულად განადგურდა. 

მედიის ცნობით, დაშავდა ათობით ადამიანი, ათასობით კი, სახლის გარეშე დარჩა. მათთვის დროებითი განთავსების ცენტრები მოაწყეს.

AP იტყობინება, რომ სპეციალისტების პროგნოზით ძლიერი შტორმი აღმოსავლეთ სანაპიროს დიდი ქალაქების მიმართულებით გადაადგილდება. ადგილობრივი ხელისუფლება დაღუპულების რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავს.

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics