05:00 - 17 Jun, 2019
2019-04-13 17:32:20, 749 ნახვა
ეკა ბესელია უახლოეს მომავალში ახალ პოლიტიკურ ძალას შექმნის

პირველი პოლიტიკური განცხადება, რომელსაც მეგობრებთან კონსულტაციების შემდეგ  გავაკეთებ, უკავშირდება ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებას, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ „დაიცავი საქართველოს“ შეკრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბესელია უახლოეს მომავალში ახალ პოლიტიკურ ძალას შექმნის.

„საზოგადოების ხმა პოლიტიკოსებს უნდა ესმოდეთ. დღეს ჩვენ საზოგადოებამ გვითხრა, რომ არ უნდათ მათ წარსულში მოძალადე მოსამართლეების უვადოდ არჩევა. პირველი ეს არის ის ინიციატივა, რომელიც კანონპროექტის სახით ახლა იხილება პარლამენტში და ჩვენ ეს მხარდაჭერა გვჭირდება. მეორე - იწყება ხელმოწერების შეგროვება დღეს აქ. ეს არის ის ინიციატივა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოცაცხადე, რომ ვიწყებთ 200 ათასი ჩვენი მოქალაქის ხელმოწერის შეგროვებას, რომ უვადოდ მოსამართლეების არჩევა კონსტიტუციაში შეიცვალოს და ეს გავრცელდეს უკვე არჩეულ მოსამართლეებზეც. რაც შეეხება,  პოლიტიკურ ნაწილს, ალბათ, შემდეგი პირველი პოლიტიკური განცხადება, რომელსაც მე კონსულტაციების შემდეგ გავაკეთებ ჩემს მეგობრებთან ერთად, იქნება ჩვენი შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება იმ ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებას, რომელიც სჭირდება ცვლილებების სახით ამ ქვეყანას. „დაიცავი საქართველო“ დარჩება, როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა. ამიტომაც დღეს მხოლოდ საზოგადოება ლაპარაკობდა აქ და არა პოლიტიკოსები“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ლგბტ მხარდამჭერების და მოწინაღმდეეგების აქცია - პირდაპირი






ილია მეორეს აზრით ქართველ ადამიანს არ ჭირდება სიმდიდრე მას ღმერთის მადლი უნდა
„ყაზტრანსგაზი“ ჩიტის ბუდეებიდან გამომდინარე საშიშროებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics