09:02 - 19 Jun, 2019
2019-04-13 15:22:26, 817 ნახვა
ბესელია - შესაძლოა „დაიცავი საქართველოსგან“ შედგეს ერთობა, ვისაც ქვეყანაში უკეთესი მომავალი სურს

არ გამოვრიცხავ, იმ ადამიანებისგან შედგეს ახალი პოლიტიკური ერთობა, ვისაც მიაჩნია, რომ ქვეყანაში უნდა იყოს უკეთესი მომავალი, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ მოძრაობის  „დაიცავი საქართველოს“ შეკრების დაწყებამდე განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, დღეს შეიკრიბა სწორედ ის საზოგადოება, რომელიც შეწუხებულია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით.

„შესაძლოა, ეს მოძრაობა პარტიად არ გადაკეთდეს, მაგრამ ახალი პოლიტიკური ძალა იშვას იმ ადამიანების მონაწილეობით, ვისთვისაც ეს ღირებულებები დღესაც ისევე აქტუალური, მნიშვნელოვანია. ეს არის შემდეგი პროცესი, ამას არ გამოვრიცხავდი, მაგრამ არა ის, რომ „დაიცავი საქართველო“ გახდეს პარტია, არამედ იმ ადამიანების მონაწილეობით შედგეს ახალი პოლიტიკური ერთობა, ვისაც მიაჩნია, რომ უნდა იყოს ქვეყანაში უკეთესი მომავალი. დღეს აქ იწყება ძალიან მნიშვნელოვანი აქცია, დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, რომლებიც მოსამართლეების შერჩევას შეეხება“, -  აღნიშნა ეკა ბესელიამ.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






პრაიდი ჩატარდება - "თბილისი პრაიდი" განცხადებას ავრცელებს
ქუთაისში აფეთქებისას დაშავებული 10 წლის გოგონასი და 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics