22:32 - 25 Jun, 2019
2019-04-13 14:45:57, 886 ნახვა
„ქართულმა ოცნებამ“ მარნეულის მერობის კანდიდატად ზაურ დარგალი წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ მარნეულის მერობის კანდიდატად ზაურ დარგალი წარადგინა.

კანდიდატი მხარდამჭერებს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცნეს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ზაურ დარგალი მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა პრობლემას გადაჭრის.

„19 მაისს თქვენ აირჩევთ ახალ მერსს, რომელიც პასუხიმგებელი იქნება თქვენს მუნიციპალიტეტში პრობლემების მოგვარებაზე და თქვენივე რჩევით ჩვენ შევარჩიეთ ღირსეული კანდიდატი, ადამიანი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა მარნეულში, ღირსეული, პატიოსანი და ენერგიით სავსე ახალგაზრდა ზაურ დარგალი. მე დარწმუნებული ვარ, ზაური იქნება ძალიან მაგარი მერი თქვენი მუნიციპალიტეტისთვის და ის ყველა არსებულ პრობლემას გადაჭრის ჩვენთან ერთად. დარწმუნებული ვარ, ზაური მიიღებს თქვენს მხარდაჭერას, გაიმარჯვებს არჩევნებში და ამით გაიმარჯვებს მარნეული“, - მიმართა მხარდამჭერებს პრემიერ-მინისტრმა.








ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტის პლენარული სხდომა






აქციის დარბევის საქმეზე 10 სამართალდამცველს უფლებამოსილება შეუჩერდა
1 გარდაცვლილი, 2 დაშავებული - მეტეხის ეზოდან 3 ტურისტი გადმოვარდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics