10:37 - 18 Oct, 2019
2019-04-13 13:36:44, 1094 ნახვა
ამერიკელი კონგრესმენი - საქართველო დემოკრატიული მმართველობის პიონერად იქცა

პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე ქართველ ხალხს ამერიკელმა კონგრესმენმა და წარმომადგენელთა პალატასთან არსებული დემოკრატიული პარტნიორობის კომისიის თავმჯდომარემ, დევიდ პრაისმა მიულოცა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  

დევიდ პრაისის თქმით, საქართველოს პირველი დემოკრატიული პარლამენტის ერთ-ერთ მთავარ მონაპოვარს კონსტიტუციის მიღება წარმოადგენდა, რომელიც  საქართველოს ყველა მოქალაქის, მათ შორის ქალებისა და ეთნიკური უმცირესობების უფლებებს იცავდა.

„მინდა ჩემს ქართველ მეგობრებს ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი  მივულოცო. 1919 წლის 20 მარტს დამფუძნებელი კრების დაარსებით, თქვენი წინაპრები დემოკრატიული მმართველობის პიონერებად იქცნენ. მიუხედავად რთული გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც საქართველო ბოლო 100 წლის განმავლობაში ხშირად დამდგარა, ის დღემდე ძლიერი და მრავალპარტიული დემოკრატიული მმართველობის ერთგულია“, - განაცხადა კონგრესმენმა თავის ვიდეო მიმართვაში, რომელიც მან სპეციალურად საიუბილეო თარიღის აღსანიშნად ჩაწერა.  

საკუთარ ვიდეომიმართვაში კონგრესმენმა საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, მას საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის 13-წლიანი თანამშრომლობა აკავშირებს, და დემოკრატიული პარტნიორობის კომისიის წარმომადგენლის რანგში საქართველოს მეხუთედ ეწვევა.  

„მოუთმენლად ველი თანამშრომლობის გაგრძელებას საქართველოს პარლამენტთან, რომელიც დემოკრატიული და გონივრული მმართველობის  ტრადიციას ეფექტიანად განაგრძობს და ქართველი ხალხის ნებას ემსახურება“, - აღნიშნა დევიდ პრაისმა.




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
" data-width="330" data-show-text="false">
" class="fb-xfbml-parse-ignore">">

პარლამენტის პლენარული სხდომა






პლენარულ სხდომაზე გიგა ბოკერია და ილია ნაკაშიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
რომან კაკულია - „ენდიაის“ კვლევებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა არასოდეს არ იქნებოდა ამსახველი იმის, რაც არის მთავარი რეალობა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics