22:57 - 17 Jun, 2019
2019-04-13 12:27:05, 1574 ნახვა
თავდაცვის უწყების სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისთვის ღია კარის დღე გაიმართა

სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებმა V საარტილერიო ბრიგადაში სამხედროების საცხოვრებელი პირობები მოინახულეს. მათ სამედიცინო პუნქტი, ყაზარმები, სასადილო და ყველა ის ადგილი დაათვალიერეს, სადაც სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები მსახურობენ. V საარტილერიო ბრიგადაში სავალდებულო სამხედრო სამსახურს 90-მდე სამხედრო გადის.

 თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ბრძანებით სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს შესაძლებლობა აქვთ 6 თვეში ერთხელ,  ღია კარის დღეების ფარგლებში, ადგილზე გაეცნონ კვების, საყოფაცხოვრებო და სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ საკითხებს. ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა სპეციალურად გამოფენილი ტექნიკა, აღჭურვილობა და შეიარაღებაც დაათვალიერეს.

 აღსანიშნავია, რომ თავდაცვის უწყებაში სავალდებულო სამხედრო სამსახური, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შდეგად, განახლებული ფორმით ფუნქციონირებს. ახალი სისტემით ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, საკონტრაქტო მოსამსახურეების ანალოგიურად, 10 კვირიან სრულფასოვან საწყის საბრძოლო მომზადების (BCT) კურსს გადიან. ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით  და უქმე დღეებში დასვენების შესაძლებლობით სარგებლობენ. გაიზარდა წვევამდელების ყოველთვიური ანაზღაურებაც.

 

 

 

(NS)




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






საპატრიარქოს მორიგი სკანდალური განცხადება - გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, თუ ის მორალს ეწინააღმდეგება
რატომ იტყუება მართმადიდებლური ეკლესია სოდომურ ცოდვაზე და რა წერია ბიბლიაში

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics