04:57 - 17 Jun, 2019
2019-04-13 11:20:53, 488 ნახვა
შალვა შავგულიძე: მთაწმინდის ამომრჩეველი საარჩევნო სისტემის შეცვლას მხარს უჭერს

„მთაწმინდის ამომრჩეველი საარჩევნო სისტემის შეცვლას მხარს უჭერს“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველო“ - თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა მთაწმინდის ოლქში შალვა შავგულიძემ განაცხადა.

არჩევნების პროპორციული სისტემის ჩატარების მოთხოვნით „ევროპული საქართველო“ – „თავისუფალი დემოკრატები“ ბლოკის წევრები ხელმოწერებს ერთობლივად აგროვებენ.

„ჩვენ ვაგრძელებთ ხელმოწერების შეგროვებას პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. დღეს  მთაწმინდის ამომრჩევლებს შევხვდით . მოგეხსენებათ ეს საჭიროა, რათა არჩევნები სამართლიანად იყოს აღქმული საზოგადოების მიერ, ბევრად სამართლიანად ჩატარდეს და მოპოვებული ხმების პროპორციულად აისახოს ნებისმიერი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლობა პარლამენტში. უნდა აღვნიშნო, რომ მთაწმინდის ამომრჩეველი ძალიან აქტიურად უჭერს მხარს ამ მოთხოვნას.   მე იმედი მაქვს, რომ დანაპირები მილიონი ამომრჩევლის ხმა, წარდგენილი იქნება სრულად“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა ქართული საზოგადოების მთავარი ინტერესია.

„პროპორციულ არჩევენებზე გადასვლა ეს არის მთავარი ინტერესი რაც დღეს აქვს ქართულ საზოგადოებას ,იმიტომ რომ ეს მოგვცემს საშუალებას არცერთმა პოლიტიკურმა ძალამ, არცერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა , არცერთმა ცალკე აღებულმა პოლიტიკოსმა არ უნდა მიიტაცოს ხელისუფლება . ეს იქნება ხალხისთვის მთავარი გარანტი იმისა რომ მათ მოუწევთ ხალხის“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ლგბტ მხარდამჭერების და მოწინაღმდეეგების აქცია - პირდაპირი






ილია მეორეს აზრით ქართველ ადამიანს არ ჭირდება სიმდიდრე მას ღმერთის მადლი უნდა
„ყაზტრანსგაზი“ ჩიტის ბუდეებიდან გამომდინარე საშიშროებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics