13:16 - 19 Jun, 2019
2019-04-12 18:14:14, 716 ნახვა
ლაშა ნაცვლიშვილი: რომ არა თეა წულუკიანი, სტრასბურგის სასამართლო გირგვლიანის საქმეს წარმოებაში არ მიიღებდა

„რომ არა თეა წულუკიანი, სტრასბურგის სასამართლო ამ საქმეს წარმოებაში არ მიიღებდა. სწორედ ამიტომ აქვთ წულუკიანის მიმართ აგრესია ამ დანაშაულებრივ, ერთი ოჯახის წინააღმდეგ შეთქმულ ბანდას, ამიტომ ვერ იტანენ.

ეს განცხადება ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიეთობის მრჩეველმა ლაშა ნაცვლიშვილმა გააკეთა.

„ის რომ არაეფექტურობის ნაწილში გაიზიარეს და ეს თეას ძალიან დიდი ძალისხმევით მიიღეს წარმოებაში, იცით რით დააკომპენსირეს?  სტრასბუგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მხოლოდ სიცოცხლის უფლების დარღვევა ცნეს და არ ცნეს სამართლიანი სასამართლოს დარღვევის უფლება. როგორ? საქართველოში სამართლიანი სასამართლოს პირობებში მიმდინარეობდა სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვა, როდესაც 9 დღეში მორჩა პროცესი და ტელეფონებს ერთმანეთს აწვდიდნენ პროკურორები? მე თქვენ დაგიტოვებთ იმ კენჭისყრის შედეგებს,  რომელიც არის გირგვლიანის შესწორებებზე, ოღონდ არა იმ შესწორებებზე, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ მიიღო იმისთვის, რომ დაზღვეული იყოს საზოგადოება ასეთი ტიპის დანაშაულისგან, იმ გირგვლიანის წინააღმდეგ შესწორებებს, რომელიც დაჩქარებული წესით მიიღეს, პატიმრობის კანონი, სისხლის სამართლის საპროცესო კანონი, როგორ შეაწყალებინეს პრეზიდენტს სამხედრო მოსამსახურეები. წავიკითხავ მათ გვარებს, ნიკა გვარამია, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, ხათუნა გოგორიშვილი, დავით კირკიტაძე, პავლე კუბლაშვილი, მეგი გოცირიძე“ -  განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

 

 

 

 

(NS)




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






პრაიდი ჩატარდება - "თბილისი პრაიდი" განცხადებას ავრცელებს
ქუთაისში აფეთქებისას დაშავებული 10 წლის გოგონასი და 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics