13:05 - 19 Jun, 2019
2019-04-12 14:03:46, 767 ნახვა
როჯერ ვიკერი: საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ქართველი ხალხის არჩევანს ხელს ვერავინ შეუშლის

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტად მყოფი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა სენატორ როჯერ ვიკერს შეხვდა, სადაც საქართველო-აშშ-ს შორის მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებზე, ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, საქართველოს სუვერენიტეტსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს.  

„ყოველთვის მოხარული ვარ ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობის შესაძლებლობით, საქართველო ამერიკის სანდო პარტნიორი და მეგობარია, ჩვენ გავქვს ორმხრივი მჭიდრო თანამშრომლობა და მხარს ვუჭერთ თქვენს ქვეყანას ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე. საქართველო უნდა გახდეს და აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი და ვერავინ შეუშლის ხელს ქართველი ხალხის ამ არჩევანს. ვულოცავ საქართველოს ქვეყანაში კანონის უზენაესობის განმტკიცებას, ღია და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას და დამოუკიდებელი სასამრთლოს ფორმირებას", - განაცხადა როჯერ ვიკერმა.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






პრაიდი ჩატარდება - "თბილისი პრაიდი" განცხადებას ავრცელებს
ქუთაისში აფეთქებისას დაშავებული 10 წლის გოგონასი და 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics