09:04 - 19 Jun, 2019
2019-04-12 12:37:56, 693 ნახვა
ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნებისა“ და ენმ-ს წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ბათუმის საკრებულოში დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მირდატ ქამადაძის განცხადებამ გამოიწვია, რომლის თქმითაც,   მერიის აიპებ-ისა და შპს-ებისგან, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციებიდან, არაერთი გამოთხოვის მიუხედავად, საჯარო ინფორმაციას ვერ იღებენ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკრებულოს თავმჯდომარესაც მიმართეს და დაინტერესდნენ, გაუგზავნა თუ არა მერს წერილი იმის შესახებ, რომ საკრებულოს წევრები მაღალბიუჯეტიანი ორგანიზაციებიდან იქ დასაქმებული პირების შესახებ ინფორმაციას ვერ იღებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს „ქართული ოცნების“ წევრმა, ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა, ნატალია ზოიძემ უპასუხა. მისი თქმით, სია ელექტრონულად გადაცემულია, თუმცა ოპოზიცია პერსონალურ ინფორმაციას ითხოვდა, რისი გაცემაც დაუშვებელია.

აღნიშნულ საკითხზე დაწყებული კამათისას დეპუტატებმა ერთმანეთს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც სამართალდამცავების ჩარევა გახდა საჭირო.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






პრაიდი ჩატარდება - "თბილისი პრაიდი" განცხადებას ავრცელებს
ქუთაისში აფეთქებისას დაშავებული 10 წლის გოგონასი და 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics