05:35 - 17 Jun, 2019
2019-04-12 11:10:20, 689 ნახვა
ცქიტიშვილი: ანაკლიის პორტის ინვესტორებთან შესახვედრად მზად ვართ

 „მზად ვართ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შესახვედრად, შეხვედრის თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები და მოლაპარაკებები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, ინვესტორებთან შეხვედრა აუცილებელია და მთავრობა ამისთვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს.

ასეთი შეხვედრა უნდა გაიმართოს იმისთვის, რომ  უკეთ შევძლოთ მოლაპარაკება, მათ შორის იმაზე, როგორ შევაჯეროთ ჩვენი პოზიციები. ჩვენ სრული მზაობა გვაქვს. აპრილში გაიმართება შეხვედრა, როგორც კი დაინიშნება თარიღი. რაც შეეხება მათი მოთხოვნების გათვალისწინებას, მოლაპარაკების შედეგად შევძლებთ გარკვევას, რომელი მოთხოვნა იქნება მისაღები.

ხელშეკრულება ემსახურებოდა მოლაპარაკებებში დახმარებას, ხელშეწყობას და იმ ცვლილებების მომზადებას, რომელიც სწორედ ასეთი მოლაპარაკების შედეგად ფორმირდება. ეს არის რჩევები ბანკების მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. აპრილის შეხვედრაშიც „ვაით ენდ ქეისი“ მიიღებს მონაწილეობას და ცვლილებებსაც ერთად შევაფასებთ“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ლგბტ მხარდამჭერების და მოწინაღმდეეგების აქცია - პირდაპირი






ილია მეორეს აზრით ქართველ ადამიანს არ ჭირდება სიმდიდრე მას ღმერთის მადლი უნდა
„ყაზტრანსგაზი“ ჩიტის ბუდეებიდან გამომდინარე საშიშროებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics