22:00 - 25 Jun, 2019
2019-04-12 09:30:28, 1013 ნახვა
შსს: ზუგდიდში დაკავებულ ენმ-ს ერთ-ერთ აქტივისტს ბრალი წარედგინა, მეორე-გათავისუფლდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ზუგდიდში პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დააკავა.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი.

„სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნარაზენთან სამსახურეობრივ შემოვლას ახორციელებდნენ, რა დროსაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა მათ ავტომობილით გადაადგილების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

სამართალდამრღვევი პირები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ისინი დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის შენობაში. ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ხელწერილის საფუძველზე პოლიციის განყოფილება უკვე დატოვა“, - ნათქვამია განცხადებაში.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტის პლენარული სხდომა






აქციის დარბევის საქმეზე 10 სამართალდამცველს უფლებამოსილება შეუჩერდა
1 გარდაცვლილი, 2 დაშავებული - მეტეხის ეზოდან 3 ტურისტი გადმოვარდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics