22:26 - 25 Jun, 2019
2019-04-11 17:31:24, 718 ნახვა
ჯანდაცვის მინისტრი ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ვენაში ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე სიტყვით გამოვიდა.

მინისტრის მოხსენებაში - „პარტნიორობის მნიშვნელობა С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებისთვის“ - ხაზგასმული იყო პროგრამის წარმატების განმაპირობებელი მთვარი ფაქტორები. კერძოდ, სახელმწიფოს მხრიდან მაღალი მზაობა და მხარდაჭერა, მედიკოსთა პროფესიონალიზმი და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობა. მინისტრმა თავის გამოსვლაში ხაზი  გაუსვა  მყარი და ქმედითი პარტნიორობის მნიშვნელობას და გამოხატა მადლიერება საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის აშშ მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ჯამრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ფარმაცევტული კომპანია „გილიადის“, ივონაციური დიაგნოსტიკის ფონდისა და  ტექნიკურ მრჩეველთა გუნდის მიმართ. მინისტრმა, ასევე მადლობა გადაუხადა ქართველ ექიმებსა და სამოქალაქო საზოგადოებას.

სესიაზე, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციის საუკეთესო პრაქტიკის მიმოხილვას დაეთმო,  საერთაშორისო პარტნიორებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს პროგრესი C ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით.

საერთაშორისო კონგრესი ღვიძლის დაავადებების შემსწავლელი ევროპის ასოციაციის (EASL) ორგანიზებით ტარდება და ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა ჯანდაცვის სფეროში. კონგრესს დარგის საერთაშორისო ექსპერტები და მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელი ესწრება.

 

 


(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტის პლენარული სხდომა






აქციის დარბევის საქმეზე 10 სამართალდამცველს უფლებამოსილება შეუჩერდა
1 გარდაცვლილი, 2 დაშავებული - მეტეხის ეზოდან 3 ტურისტი გადმოვარდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics