09:05 - 19 Jun, 2019
2019-04-11 17:22:31, 757 ნახვა
ნუცუბიძის IV მიკრორაიონში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

ვაკის რაიონში საგზაო სამუშაოები სხვადასხვა მისამართზე მიმდინარეობს. გზის რეაბილიტაცია ნუცუბიძის IV მიკრორაიონში, მე-20 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან N102 საჯარო სკოლამდე არსებულ მონაკვეთში ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, უკვე მოეწყო ბორდიური, ამ ეტაპზე კი ტროტუარის განახლება მიმდინარეობს. სამუშაოების მეორე ეტაპზე, რეაბილიტაცია გზის სავალ ნაწილს ჩაუტარდება. პროექტის შედეგად, დაახლოებით, 3 000 კვ.მ ფართობის გზა განახლდება, რაც კომფორტულად გადაადგილების პირობებს შექმნის.

აღნიშნული სამუშაოების პარალელურად, გზის საფარის განახლება ბედიას N4-ში სრულდება. პროექტის თანახმად, 1 100 კვ.მ ფართობის ეზოში ბორდიური მოეწყო და ასფალტის საფარი  დაიგო.

საგზაო სამუშაოები ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ დაათვალიერა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მიმდინარე პროექტები განიხილა და მათ საჭიროებს გაეცნო.

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






პრაიდი ჩატარდება - "თბილისი პრაიდი" განცხადებას ავრცელებს
ქუთაისში აფეთქებისას დაშავებული 10 წლის გოგონასი და 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics