13:05 - 19 Jun, 2019
2019-04-11 17:04:40, 838 ნახვა
ბიძინა ივანიშვილი პატრიარქს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

ინფორმაციას "ქართული ოცნება" და საპატრირქო ავრცელებენ. 

"სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების მომზადებას და მათ უცხოეთში ლეგალურ დასაქმებას. ასევე აღინიშნა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მომავალი თაობის სწორად აღზრდას, სასიხარულოა, რომ განათლების მიმართულება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია და ამ კუთხით დიდი თანხები იხარჯება, მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგების ხელფასი გახდეს ღირსეული. შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ოჯახის როლს და აღნიშნეს, რომ სტაბილური და ძლიერი ოჯახები ქვეყნის სტაბილურობის განმაპირობებელია.

მისმა უწმინდესობამ ბიძინა ივანიშვილს სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარე სამუშაოები გააცნო. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის მზადაა სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვის სამუშაოები.

ილია მეორემ ბიძინა ივანიშვილი დალოცა და წარმატებები უსურვა", - ნათქვამია ინფორმაციაში. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






პრაიდი ჩატარდება - "თბილისი პრაიდი" განცხადებას ავრცელებს
ქუთაისში აფეთქებისას დაშავებული 10 წლის გოგონასი და 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics