13:05 - 19 Jun, 2019
2019-04-11 16:00:51, 1060 ნახვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის საქმის წარმოება შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სამეფო ოჯახის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს განახლდა, თუმცა მოგვიანებით სასამართლო კოლეგიამ განაცხადა, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის სარჩელი უკან დაუბრუნდა.

აღსანიშნავია, რომ კოლეგიამ სარჩელი არ განიხილა. როგორც საქმის მოსამართლემ განმარტა, სარჩელზე ლეგიტიმური ინტერესი არ არსებობს. სამოქალაქო დავა საქართველოს სამეფო ოჯახის სახელის უნებართვოდ გამოყენებას ეხებოდა.

დავით ბაგრატიონ მუხრანელის ადვოკატი, ლევან ჩხეიძე მოსამართლეების გადაწყვეტილებით კმაყოფილია. 

„ჩვენ ამას ვიძახდით, რომ საქმე სასამართლომ საერთოდ არ უნდა განიხილოს, არათუ უარი უთხრას. ჩვენი შუამდგომლობაც ამაში მდგომარეობდა, რომ საქმე უნდა შეწყვეტილიყო დავის საგნის არარსებობის გამო. იმიტომ, რომ მოწინააღმდეგეს არ აქვს იურიდიული ინტერესი“, - აღნიშნა ადვოკატმა.

რაც შეეხება თავად ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის, მას სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, კომენტარი არ გაუკეთებია. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






პრაიდი ჩატარდება - "თბილისი პრაიდი" განცხადებას ავრცელებს
ქუთაისში აფეთქებისას დაშავებული 10 წლის გოგონასი და 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics