13:27 - 19 Jun, 2019
2019-04-11 12:02:11, 823 ნახვა
ბესელია: შეუძლებელია ვატო და ჯაბა შეეგუონ იმას, რაც დღეს მმართველ პარტიაში ხდება

შეუძლებელია, რომ ვატო და ჯაბა შეეგუონ იმას, რაც ხდება მმართველ პარტიაში, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის წევრი, ეკა ბესელია  ვატო შაქარიშვილისა და ჯაბა ჯიშკარიანის საკრებულოს უმრავლესობიდან და პარტია „ქართული ოცნება“-იდან წასვლის ფაქტს.

როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, მისთვის ჯიშკარიანისა და შაქარიშვილის გადაწყვეტლება მოულოდნელი არ იყო.

„შეუძლებელია რომ ეს ორი ახალგაზრდა, რომელიც წარმოადგენს მათ შორის ჩვენი ერთობლივი ბრძოლის სიმბოლოს სამართლიანობისთვის და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ეგუებოდეს იმას, რაც დღეს ხდება მმართველ პარტიაში. შეუძლებელია, რომ ვატოს, ჯაბას და ჩვენს თანამებრძოლებს, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძოდნენ წლების განმავლობაში სააკაშვილის რეჟიმის შესაცვლელად, მოწონდეთ ის, რაც დღეს ხდება, როდესაც აღზევება ხდება წარსულის ძალადობრივი ელემენტების, მათი მხარდამჭერების თუ შემქმნელების, ამიტომ მათი პროტესტი არის ჩემთვის ძალიან ბუნებრივი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.   




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






პრაიდი ჩატარდება - "თბილისი პრაიდი" განცხადებას ავრცელებს
ქუთაისში აფეთქებისას დაშავებული 10 წლის გოგონასი და 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics