03:00 - 18 Jun, 2019
2019-04-11 11:39:56, 1591 ნახვა
იტალიის პარლამენტმა სომეხთა გენოციდი აღიარა

იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ 1915-1926 წლებში, ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი მკვლელობის გენოციდად აღიარებას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, კანონმდებლებმა სომხების გენოციდის აღიარებისკენ მთავრობასაც მოუწოდეს. გენოციდის აღარებას მხარი 382-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 43-მა პარლამენტარმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა არც ერთ დეპუტატს მიუცია. 

მედიის ცნობით, მომხდარ ფაქტს თურქეთი უკვე გამოეხმაურა. ოფიციალურმა ანკარამ იტალიის პარლამენტის მიერ ენოციდის აღიარების გამო უკმაყოფილება გამოთქვა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უწყებაში იტალიის ელჩიც დაიბარა.

შეგახსენებთ, რომ არაერთი ქვეყანა პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მილიონამდე სომხის დახოცვასა და დეპორტაციას გენოციდად მიიჩნევს. გენოციდი აღიარებული აქვს 29 სახელმწიფოს, მათ შორის საფრანგეთსა და გერმანიას. 

თავის მხრივ ოფიციალური ანკარა გენოციდს არ აღიარებს, თუმცა აცხადებს, რომ სომხების მკვლელობა სამოქალაქო არეულობის დროს მოხდა. 

 

 

 

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






საპატრიარქოს მორიგი სკანდალური განცხადება - გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, თუ ის მორალს ეწინააღმდეგება
რატომ იტყუება მართმადიდებლური ეკლესია სოდომურ ცოდვაზე და რა წერია ბიბლიაში

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics