09:03 - 19 Jun, 2019
2019-04-11 11:09:25, 831 ნახვა
ვატო შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა საკრებულოს უმრავლესობა და პარტია „ქართული ოცნება“ დატოვეს

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებმა - ვატო შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა პარტია „ქართული ოცნება“ დატოვეს, - ამის შესახებ საკრებულოს წევრებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

ჯიშკარიანი და შაქარიშვილი უმრავლესობიდან წასვლის მიზეზად, მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებზე "ქართულ ოცნებასთან" არსებულ უთანხმოებას და აზრთა სხვადასხვაობას ასახელებენ. 

როგორც ისინი აცხადებენ, მათთვის მიუღებელია მურუსიძე-ჩინჩალაძე-ზარდიაშვილის სამართლიანობის მაგალითად გასაღება.

ჯიშკარიანმა და შაქარაშვილმა აღნიშნეს, რომ ისინი პოლიტიკურ მოღვაწეობას, დავით მაღრაძის საზოგადოებრივ მოძრაობა "დაიცავი საქართველოსთან" ერთად გააგრძელებენ.  

 „ჩვენთის კატეგორიულად მიუღებელია შავის თეთრად წარმოჩენა, მიუღებელია მურუსიძე-ჩინჩალაძე-ზარდიაშვილის სამართლიანობის მაგალითად გასაღება. ჩემთვის მიუღებელია პრინციპული და ღირსეული ადამიანების მრავალწლიანი ბრძოლის უშედეგოდ გამოცხადება, მათი დაკნინებისა და „ნაცებად“ დასახელების მცდელობა. ჩემთვის მიუღებელია სააკაშვილ-ადეიშვილის ჯალათების გაპრავება, ეს ყველაფერი კრიტიკულ წინააღმდეგობაშია 2012 წლის იდეალებთან და იმ დაპირებებთან, რომელიც სულ ახლახანს მეორე ტურის წინ გაიცა. სწორედ ამიტომ ვტოვებთ „ქართული ოცნების“ უმრავლესობას და 13 აპრილს 14:00 საათზე ვუერთდებით „დაიცავი საქართველოს“ შეკრებას“, – განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






პრაიდი ჩატარდება - "თბილისი პრაიდი" განცხადებას ავრცელებს
ქუთაისში აფეთქებისას დაშავებული 10 წლის გოგონასი და 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics