09:33 - 19 Jun, 2019
2019-04-11 10:54:12, 1014 ნახვა
ჯეკ შეფერდი ბრიტანეთის პოლიციის წარმომადგენლებს გადასცეს

დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ შეფერდის წინასაექსტრადიციო პროცედურები დასრულდა.

ქართველმა ესკორტის ოფიცრებმა შეფერდი ბრიტანეთის პოლიციის წარმომადგენლებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე გადასცეს.

შეფერდის აეროპორტში გადაყვანა გასაიდუმლოებულად მოხდა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქე თბილისში 23 იანვარს დააკავა.  უწყების ინფორმაციით, 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა.

 




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






პრაიდი ჩატარდება - "თბილისი პრაიდი" განცხადებას ავრცელებს
ქუთაისში აფეთქებისას დაშავებული 10 წლის გოგონასი და 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics