22:01 - 20 Jul, 2019
2019-04-10 17:18:36, 1461 ნახვა
სანქტ-პეტერბურგში ვლადიმერ პუტინს „საფლავის ქვა“ დაუდგეს

სანქტ-პეტერბურგში აქტივისტებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის „საფლავის ქვა“ დაუდგეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Minval.az ავრცელებს. 

მედია საშუალების ინფორმაციით, „საფლავის ქვის“ ზუსტი ადგილმდებარეობა არ სახელდება. "ქვაზე" ვლადიმერ პუტინის ფოტოა ასახული და შემდეგი წარწერა აქვს დართული - „პოლიტიკური გვამი რუსეთის ფედერაციაში“.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც პუტინს "საფლავის ქვა" დაუდგეს. კიდევ ერთი "ქვა" 3 აპრილს ისაკიის თაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგა. მისი ავტორი აქტივისტი ანდრეი ჟეკსიმბაევია, რომელიც მოგვიანებით 9 დღით დააპატიმრეს. მანამდე, ყველაზე პირველი "ქვა" თათარსტანში 10 მარტს დადგეს, მასზე პუტინის სურათი, მისი დაბადების და "გარდაცვალების" წელი იყო მითითებული. ასევე წარწერა იყო დართული - "პუტინმა დამარხა ინტერნეტი - მოსახლეობამ კი პუტინი დამარხა". 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics