01:38 - 22 Sep, 2019
2019-04-10 17:28:07, 8729 ნახვა
კომპანია Oppo-მ ორი ფლაგმანი : Reno და Reno 10x Zoom წარადგინა

ომპანია Oppo-მ ორი ახალი "უსაზღვრო" ეკრანის მქონე სმარტფონის ფლაგმანი-Reno და Reno 10x Zoom წარადგინა. ორივე მოდელში აღსანიშნავი ისაა, რომ მათი ეკრანი სმარტფონის წინა პანელის 97% იკავებს. Oppo-ს ამის განხორციელების შესაძლებლობა ერთმა საინჟინრო გადაწყვეტილებამ მისცა-სმარტფონს ზედა მხარეს ამოსაწევი პლატფორმა გააჩნია, რომელშიც წინა კამერა(16 მპ) და განათება "იმალება".

Oppo Reno-ს საბაზო მოდელს 6,4 ამოლედ Full HD+ ეკრანი,Qualcomm Snapdragon 710 ჩიპსეტი და 6 ან 8 გეგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება გააჩნია. სმარტფონის შიდა მეხსიერება მოდელის მიხედვით126 ან 256 გეგაბაიტს წარმოადგენს. ორივე ფლაგმანს ეკრანში ჩამონტაჟებული თითის ანაბეჭდის სენსორი გააჩნია. 

6.6 დიუიმიანი ეკრანის მქონე Oppo Reno 10x Zoom-ს უფრო ძლიერი Qualcomm Snapdragon 855 ჩიპსეტი, 4100 ბატარეა და დამატებით Super VOOC 3.0. დატენვის შესაძლებლობა გააჩნია. აგრეთვე მას სამი ცენტრალური კამერა-48მპ, ფართოკუთხიანი 8მპ და 13 მეგაპიქსელიანი ჰიბრიდული ზუმის მქონე მატრიცა გააჩნია.

Oppo Reno-ს ფასი $446 , ხოლო Oppo Reno 10x Zoom $595 ეღირება. 

 








ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
" data-width="330" data-show-text="false">
" class="fb-xfbml-parse-ignore">">

#სირცხვილია - საპროტესტო აქცია გრძელდება






მრავალათასიანი აქცია და მისი ორგანიზატორების მოთხოვნები
ათასობით მოქალაქეს ერთზე მეტ სამსახურში მუშაობა შეეზღუდება - სკანდალური კანონი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics