13:06 - 19 Jun, 2019
2019-04-10 16:03:14, 766 ნახვა
PACE-ს თავმჯდომარე: მინდა მივულოცო საქართველოს ძალიან დიდი გზის გავლა, რომელიც ევროინტეგრაციით დასრულდება

" მინდა მივულოცო საქართველოს ხელისუფლებას და მოსახლეობას ამ ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს მიერ ძალინ დიდი გზის გავლა, რომელიც ევროინტეგრაციით დასრულდება", - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ლილიან მორი პასკიემ პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გამოსვლამდე მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა.

პასკიემ განმარტა, რომ საქართველო ევროსაბჭოში 20 წლის წინ გაწევრიანდა. 

"ეს არის განსაკუთრებული ღონისძიება იმდენად, რამდენადაც საერთო ღირებულებებზე, დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობაზე გვექნება საუბარი. ეს ძალიან სიმბოლური დღეა იმდენად რამდენადაც, ჩვენ მოგესალმებით ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილეზე. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიულ ცვლილებებს, მას შემდეგ რაც თქვენ გაწევრიანდით საბჭოში. მინდა მივულოცო საქართველოს ხელისუფლებას და მოსახლეობას ამ ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს მიერ ძალინ დიდი გზის გავლა, რომელიც ევროინტეგრაციით დასრულდება, რომელიც მხარს უჭერს უფრო ძლიერ დემოკრატიას და კეთილდღეობას“, - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ.




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






პრაიდი ჩატარდება - "თბილისი პრაიდი" განცხადებას ავრცელებს
ქუთაისში აფეთქებისას დაშავებული 10 წლის გოგონასი და 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics