22:00 - 25 Jun, 2019
2019-04-10 12:09:00, 3343 ნახვა
მაია რჩეულიშვილს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელს, მაია რჩეულიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ შესამებამისი გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. 

საუბარია  "ცენტრ პოინტის" საქმის „მიონის" ეპიზოდზე. მხარეები სასამართლოში დასკვნითი სიტყვით წარსდგნენ. 

აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარის განმარტებით, ერთ-ერთი ბრალდებული ქეთევან ჟორდანია, რომელიც სწორედ იმ ობიექტის ხელმძღვანელი პირი იყო, საიდანაც თანხების მითვისება მოხდა, მომხდარში მაია რჩეულიშვილს ადანაშაულებს. ჟორდანიამ სასამართლოს მამხილებელი ჩვენება მისცა და მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. 

ხსენებულ საქმეზე მაია რჩეულიშვილსა და ქეთევან ჟორდანიას ბრალი სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც თაღლითობას გულისხმობს. 

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტის პლენარული სხდომა






აქციის დარბევის საქმეზე 10 სამართალდამცველს უფლებამოსილება შეუჩერდა
1 გარდაცვლილი, 2 დაშავებული - მეტეხის ეზოდან 3 ტურისტი გადმოვარდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics