03:29 - 18 Jun, 2019
2019-04-09 12:53:40, 1669 ნახვა
ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი რუსეთის ციხიდან გაათავუსუფლეს

ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი რუსეთის ციხიდან გათავისუფლდა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ონიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, "შავი დელფინი" იხდიდა. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მან 10 წელი გაატარა და დღეს სასამართლოს გადაწყვეტილებით ის გაათავისუფლეს. 

მედიის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია მოხდება თუ არა ონიანის სხვა ქვეყანაში დეპორტაცია, რადგან ის რუსეთის მოქალაქე არ არის. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო საქმე რომელზეც ონიანი სასჯელს იხდიდა, ქართველი ბიზნესმენის გატაცებას ეხებოდა. გამოძიების თანახმად, 2009 წელს მოსკოვში ონიანმა თანამზრახველებთან ერთად ქართველი ბიზნესმენი ჯონი მინაძე გაიტაცა და 3 დღის განმავლობაში ნაქირავებ ბინაში ჰყავდა დამწყვდეული. კრიმინალური ავტორიტეტი ბიზნესმენის ახლობლებისგან 500 ათას დოლარს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ მინაძე გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ონიანის დაკავება მოხდა. 

ტარილ ონიანი, იგივე ტარო ქალაქ ტყიბულში 1952 წელს დაიბადა. პირველი სასჯელი ონიანმა 17 წლის ასაკში მოიხადა, რის შემდეგაც ის კრიმინალური ავტორიტეტი გახდა. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






საპატრიარქოს მორიგი სკანდალური განცხადება - გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, თუ ის მორალს ეწინააღმდეგება
რატომ იტყუება მართმადიდებლური ეკლესია სოდომურ ცოდვაზე და რა წერია ბიბლიაში

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics