21:59 - 20 Jul, 2019
2019-04-08 13:35:19, 1522 ნახვა
იტალიაში, საქართველოს მოქალაქე ბარში მყოფ მოქალაქეებს, ნიჩბით თავს დაესხა

იტალიის ქალაქ მოლფეტაში საქართველოს მოქალაქე ადგილობრივებს ნიჩბით დაესხა თავს, - ამის შესახებ ilquotidianoitaliano იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ბარში მოხდა. წელს ზემოთ შიშველი კაცი ბარში შევიდა და თქვა, რომ გულმკერდის არეში ტკივილი აღენიშნებოდა. მოგვიანებით, ის ნიჩბით ბარში მყოფ პირებს თავს დაესხა და ბარში არსებული ინვენტარი დააზიანა. 

მედიის ცნობით, ადგილზე სამარტალდამცველები გამოიძახეს, თუმცა მამაკაცმა გაქცევა შეძლო. პოლიციამ მისი დაკავება მხოლოდ მას შემდეგ შეძლო რაც ის სამხედრო მანქანის საქარე მინას შეეჯახა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics