22:41 - 25 Jun, 2019
2019-04-08 13:11:15, 878 ნახვა
საქართველოდან ბრიტანეთში ჯეკ შეპარდის ექსტრადირება 10 აპრილს მოხდება

საქართველოდან დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ შეპარდის ექსტრადირება სამშობლოში 10 აპრილს მოხდება, - ამის შესახებ Daily Mail იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, შეპარდის ექსტრადირებას "საქართველოს ავიახაზები" განახორციელებს. ბრალდებულს 2 სამართალდამცველი გაჰყვება. ისინი ბრიტანელ კოლეგებს ლონდონში, გეთვიკის აეროპორტში შეხვდებიან.

მედიის ცნობით, შეფერდის სასამართლო სხდომა შესაძლოა ხუთშაბათს, 11 აპრილს ლონდონში ჩატარდეს.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქე თბილისში 23 იანვარს დააკავა. უწყების ინფორმაციით, 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა.

ცნობისთვის, 31 წლის ბრიტანელი ლონდონის ცენტრალური კრიმინალური სასამართლოს მიერ ცნობილი იქნა დამნაშავედ ერთი პირის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის გამო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შემთხვევა 2015 წლის 8 დეკემბერს მოხდა. 

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტის პლენარული სხდომა






აქციის დარბევის საქმეზე 10 სამართალდამცველს უფლებამოსილება შეუჩერდა
1 გარდაცვლილი, 2 დაშავებული - მეტეხის ეზოდან 3 ტურისტი გადმოვარდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics