03:25 - 18 Jun, 2019
2019-04-08 11:25:53, 1492 ნახვა
​შეიარაღებული დაპირისპირება ლიბიაში - დაიღუპა 32 ადამიანი

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლისთან სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეებს შორის საბრძოლო მოქმედებებს 32 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 51 დაიჭრა, - ამის შესახებ AFP იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, დაპირისპირება სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეებს შორის რამდენიმე დღეს წინ დაიწყო. 

მედიის ცნობით, გაერომ დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცეცხლი შეწყვიტონ, რათა მშვიდობიანმა მოსახლეობამ ევაკუაცია შეძლოს. 

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ძალებმა, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ლიბიიდან თავიანთი სამხედროების ევაკუაცია დაიწყეს. 

ცნობისთვის, 2011 წელს მუამარ კადაფის გადაყენების შემდეგ, ლიბიაში ორი მმართველობა ჩამოყალიბდა. ტრიპოლი და ქვეყნის დასავლეთ მხარე ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა, რომელსაც მხარს გაერო უჭერს. აღმოსავლეთ ნაწილი და სამხრეთი 2014 წელს არჩეული „ტობრუკეს“ მთავრობის კონტროლის ქვეშაა, რომელიც მხარს ხალიფა ჰაფტარს და მის ჯარს უჭერს.

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






საპატრიარქოს მორიგი სკანდალური განცხადება - გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, თუ ის მორალს ეწინააღმდეგება
რატომ იტყუება მართმადიდებლური ეკლესია სოდომურ ცოდვაზე და რა წერია ბიბლიაში

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics