21:58 - 25 Jun, 2019
2019-04-06 13:31:03, 871 ნახვა
პოლიციამ მარნეულში, მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ა.ი. მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მარნეულის რაიონის სოფელ დიოკნისში მდებარე საძოვარზე 3 ძროხის მოპარვა სცადა, თუმცა, იგი პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე დააკავა. სამართალდამცველებმა პირუტყვი მეპატრონეს დაუბრუნეს.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტის პლენარული სხდომა






აქციის დარბევის საქმეზე 10 სამართალდამცველს უფლებამოსილება შეუჩერდა
1 გარდაცვლილი, 2 დაშავებული - მეტეხის ეზოდან 3 ტურისტი გადმოვარდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics