03:00 - 18 Jun, 2019
2019-04-06 10:49:15, 1374 ნახვა
Facebook-ის მომხმარებლების პერსონალური ინფორმაცია ისევ გასაჯაროვდა

Facebook-ის მომხმარებლების პერსონალური ინფორმაცია ისევ გასაჯაროვდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, სოციალური ქსელის მილიონობით მომხმარებელის მონაცემები Amazon-ის საჯარო სერვერებზე აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ 540 მილიონზე მეტი მომხმარებლის პირადი მონაცემები Amazon-ის სერვერებზე ერთი თვის განმავლობაში იყო განთავსებული. 

მედიის ცნობით, მომხდარს Facebook-ის წარმომადგენელი უკვე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პირადი მონაცემები Amazon-ის სერვერებიდან უკვე წაშალეს. 

BBC იტყობინება, რომ სერვერებზე მომხმარებელთა ორი განსხვავებული ჯგუფის პერსონალური ინფორმაცია განთავსდა. პირველი დაკავშირებულია მექსიკურ მედია კომპანისთან Cultura Colectiva-სთან. საუბარია ისეთი სახის მონაცემებზე, როგორიცაა, მომხმარებლის კომენტარებზე, სახელებზე, მოწონებებზე და აგრეთვე Facebook-ის მისამართებზე. რაც შეეხება მეორე ჯგუფს, ის Facebook-ის ერთ-ერთ აპლიკაციას უკავშირდება, რომელმაც სერვერებზე შიფრის გარეშე 22 ათასი მომხმარებლის პაროლები განათავსა.

ცნობისთვის, პერსონალური მონაცემბის დაცვასთან Facebook-ს პრობლემები არა ერთხელ შექმნია. სოცქსელმა გასულ თვეს შიდა სისტემაშიც აღმოაჩინა ხარვეზი, რომელიც თანამშრომლებს მომხმარებლების ანგარიშების მილიონობით მომხმარებელზე წვდომას აძლევდა.

 

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






საპატრიარქოს მორიგი სკანდალური განცხადება - გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, თუ ის მორალს ეწინააღმდეგება
რატომ იტყუება მართმადიდებლური ეკლესია სოდომურ ცოდვაზე და რა წერია ბიბლიაში

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics