22:16 - 20 Jul, 2019
2019-04-05 19:50:18, 981 ნახვა
თავდაცვის სამინისტრო მფრინავ ეკა ქვლივიძის წინააღმდეგ სარჩელს სასამართლოდან გამოითხოვს

თავდაცვის სამინისტრო მფრინავ ეკატერინე ქვლივიძის წინააღმდეგ სარჩელს სასამართლოდან გამოითხოვს, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს. 

როგორც სამინისტროში განმარტავენ, სამხედრო მფრინავთან შეთანხმება შედგა და სასამართლო დევა აღარ გაგრძელდება.

მათივე ცნობით, ეკატერინე ქვლივიძე გორის სამხედრო აკადემიაში ლექციებს წაიკითხავს და ახალგაზრდა მფრინავებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს. 

"ეკატერინე ქვლივიძეს შესაძლებლობა ექნება, რამდენიმე მიმართულებით გააგრძელოს მუშაობა. მათ შორის, გორის სამხედრო აკადემიაში წაიკითხოს ლექციები. გარკვეული დროის შემდეგ, ის აქტიურად დაუბრუნდება საფრენოსნო საქმიანობას“, - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics