09:01 - 19 Jun, 2019
2019-04-05 13:48:59, 804 ნახვა
TI-ის წარმომადგენელი: სასამართლოს მიმართ ნდობა თავად იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაანგრია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქრთველოს“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ორგანიზაციამ სასამართლო სისტემის შესახებ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები წარმოადგინა, ორგანიზაციის პროექტების მენეჯერმა გია გვილავამ მოსახლეობის ნდობის შემცირების მიზეზებზე ისაუბრა.

მისი თქმით, სასამართლოს ინსტიტუტის მიმართ ნდობა თავად იუსტიციის საბჭომ და საბჭოს წევრებმა დაანგრიეს, რადგან ისინი "გავლენიანი კლანის წევრები იყვნენ და მხოლოდ სუბიექტურ ინტერესებს ატარებდნენ".

როგორც გვილავამ განმარტა, ამას თან ერთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების განსაკუთრებული გააქტიურება და მათ მიერ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები, რაც სასამართლოს მიმართ მოსახლეობის ნდობის საკითხზე უარყოფითად მოქმედებს.

მიზეზებზე ისაუბრა ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმაც. მისი თქმით, ნდობის შემცირების მთავარი მიზეზი იმ მოსამართლეების თანამდებობებზე დატოვებაა, რომლებმაც წარსულში უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღეს. 

„დაახლოებით 5 წლის წინ, როდესაც ყველა მოსამართლეს ისედაც გასდიოდა ვადა, ჩვენს სახელმწიფოს ჰქონდა შანსი, შეეცვალა სასამართლოს კორპუსი. ჩვენ ეს შანსი ვერ გამოვიყენეთ და, ფაქტობრივად,  საზოგადოების მოთხოვნა ვერ შევასრულეთ. მაშინ ჩვენ, სამოქალაქო სექტორი ვამბობდით, რომ უნდა მიგვეღო ახალი კანონმდებლობა, რომელიც მოსამართლეების დანიშვნის უფრო გამჭვირვალე წესს ითვალისწინებდა, ღია კონკურსი გამოგვეცხადებინა, ახალი მოსამართლეები აგვეყვანა და სისტემაში მხოლოდ ისინი დაგვეტოვებინა, რომლებიც მართლაც სამართლიანობას ემსახურებოდნენ. იმ პერიოდში, სპეციალურად დაბლოკეს მოსამართლეთა სკოლა და არ აჰყავდათ ახალი სტუდენტები იმისთვის, რომ  მათ არ ჰქონოდათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ ღია კონკურსში. მაშინ სპეციალურად გაჩერდა კანონის ცვლილება, გადაინიშნენ ძველი მოსამართლეები და ამის შემდეგ შეცვალეს კანონი. ამიტომ მივიღეთ დღეს  ის მოცემულობა, რომელიც გვაქვს.“- განაცხადა ეკა გიგაურმა.

ეკა გიგაურის განცხადებით, გამოსავალი ამ სიტუაციიდან შეიძლება უზენაესი მოსამართლეების დანიშვნის შესახებ ახალი კანონპროექტი იყოს. მისივე თქმით, ამ კანონის საშუალებით ძველი მოსამართლეები მაქსიმალურად უნდა ჩანაცვლდნენ ახლებით.

შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ 2019 წლის კვლევის შედეგად, საქართველოს მოსახლეობის 48% თვლის, რომ სასამართლო მიკერძოებულია, ხოლო 43% -ის აზრით იგი მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფების კონტროლის ქვეშაა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა - პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






პრაიდი ჩატარდება - "თბილისი პრაიდი" განცხადებას ავრცელებს
ქუთაისში აფეთქებისას დაშავებული 10 წლის გოგონასი და 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics