05:00 - 17 Jun, 2019
2019-04-05 10:36:47, 756 ნახვა
შსს-მ უაქციზო სიგარეტის ქვეყანაში შემოტანის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ უაქციზო სიგარეტის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სასაზღვრო სექტორი „წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საქართველოს მოქალაქეები - 1994 წელს დაბადებული ნ.ბ. და 1993 წელს დაბადებული გ.ნ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთისა და საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საქართველოში ჯგუფურად უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას 4 710 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საქართველოში ჯგუფურად უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 214-ე მუხლის 1-ლი ნაწილის და მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ლგბტ მხარდამჭერების და მოწინაღმდეეგების აქცია - პირდაპირი






ილია მეორეს აზრით ქართველ ადამიანს არ ჭირდება სიმდიდრე მას ღმერთის მადლი უნდა
„ყაზტრანსგაზი“ ჩიტის ბუდეებიდან გამომდინარე საშიშროებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics