21:58 - 25 Jun, 2019
2019-04-04 16:39:50, 988 ნახვა
ახალქალაქში, სომხურ სამლოცველოში დაუდგენელმა პირებმა ხატები დააზიანეს [ვიდეო]

ახალქალაქში, სოფელ ხულგუმოსთან მდებარე სალოცავში სომხური სამოციქულო ეკლესიის რელიქვიები დააზინაეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, სამლოცველოში, დაუდგენელი პირები შეიჭრნენ და ხატები დააზინანეს. დილით სალოცავად მისულ მოქალაქეებს, ხატები გადმოყრილი და დამტვრეული დახვდათ. 

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 259 სეკუნდა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც არქეოლოგიურ ობიექტზე ნებისმიერი სახის სამუშაოების წარმოება არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გარეშე, ან არქეოლოგიურ ობიექტზე განზრახ ზემოქმედება, რამაც მისი დაზიანება ან განადგურება გამოიწვია ან რის შედეგადაც ვერ ხერხდება მისი დათარიღება, იდენტიფიცირება და მასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი სამეცნიერო ინფორმაციის მოპოვება. ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

 

ფოტო და ვიდეო მასალას სააგენტო JNEWS ავრცელებს. 

 

 








ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტის პლენარული სხდომა






აქციის დარბევის საქმეზე 10 სამართალდამცველს უფლებამოსილება შეუჩერდა
1 გარდაცვლილი, 2 დაშავებული - მეტეხის ეზოდან 3 ტურისტი გადმოვარდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics