04:58 - 17 Jun, 2019
2019-04-03 19:19:05, 876 ნახვა
ბათუმის მესამე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამმა პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა

ბათუმის ნომერ მესამე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფმა რამდენიმე პატიმარმა პროტესტის ნიშნად, მავთულით თვითდაზიანებები მიიყენა.

ტელეკომპანიის „აჭარის ტელევიზია - საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ინფორმაციით, პატიმრებმა 67 ადრესატთან - პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან, მინისტრებთან, ძალოვან უწყებებსა და პარლამენტარებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებთან ერთობლივი წერილი გაგზავნეს.

18 მარტს გაგზავნილ წერილში, პატიმრები ციხეში არსებულ მძიმე ვითარებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ.

წერილში ასევე აღწერილია თუ როგორ პირობებში უწევთ მათ სასჯელის მოხდა. კონკრეტულად კი, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაზე, სასმელი წყლის, სუფთა ჰაერისა და ჰიგიენური საშუალებების არარსებობაზე მიუთითებენ.

ამასთან, პატიმრები ირწმუნებიან, რომ ციხის უფროსისა და მოადგილის დავალებით ვიზიტებზე ექიმები განზრახ არ მიჰყავთ და ამაში მთავარი ექიმიც მონაწილეობს.

„კანდელაკი (#3 საპყრობილის ხელმძღვანელი) ამგვარი მეთოდებით ცნობილია ყველასთვის... მისი დავალებით ძალადობენ, ყველა გზით ცდილობენ მდგომარეობიდან გამოგვიყვანონ ​და სასჯელი დაგვიმატონ. გვიკრძალავენ სატელეფონო საუბრებს, ოჯახის წევრებთან პაემნებს და პირად მიმოწერებს. ასევე, უკანონოდ გვათავსებენ ''ვანდალურ'' საკნებსა და კარცერებში, სადაც განზრახ მივყავართ უმძიმეს მდგომარეობამდე. ამჟამადაც ვიმყოფებით საწამებელ საკანში... ვიკვებებით პირდაპირ პოლზე, არცერთ საკანში არ იღება ფანჯარა და არის ღია საპირფარეშო. როცა ღამით წყალს გვითიშავენ გაუსაძლისი მდგომარეობაა. მერე შემოდიან გვართმევენ კალმებს, რომ არ დავწეროთ საჩივარი. ვითხოვთ პატივისა და ღირსების შეულახავად ვისარგებლოთ ტუალეტით, ისე რომ კამერა არ გვიყურებდეს, რასაც კანონის 26 მუხლი ითვალისწინებს.

საკნებში, ერთი და იგივე დროს, ღამის სამი საათიდან დილით 07:30-მდე წყალს გვითიშავენ. ამ პერიოდში ჩვენ განვიცდით მძიმე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტანჯვას. უწყლობისას მდგომარეობა გაუსაძლისი ხდება და ვიმყოფებით უმძიმეს მდგომარეობაში. ვერ ვიკმაყოფილებთ წყურვილს, რაც ჯანმრთელობის მოსპობას, განადგურებას, ფიზიკურ წამებასა და ტანჯვას იწვევს''. ბრალდებულებისა და მსჯავრდებულები წერენ, რომ ღამის საათებში, ისევე როგორც წყალი, სავენტილაციო სისტემა ითიშება.

მსჯავრდებულები წყლის მიწოდების, ვენტილაციის და არასათანადო სამედიცინო მომსახურების პრობლემებს აპროტესტებენ, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ N3 დაწესებულებაში, ისევე, როგორც სხვა დანარჩენ დაწესებულებებში მსჯავრდებულ/ბრალდებულებს მუდმივად მიეწოდებათ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.

წყლის პრობლემა კი არ უკავშირდება პენიტენციურ დაწესებულებას. N 3 პენიტენციურ დაწესებულების მიმდებარედ მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. პენიტენციური დაწესებულების წყალმომარაგება მოსახლეობაზე ბევრად უკეთესია იქიდან გამომდინარე, რომ ხდება რეზერვუარების გამოყენება. როდესაც წყდება ქალაქიდან წყალი, ამის შემდეგ წყლის მიწოდება დაწესებულებისთვის რეზერვუარიდან ხორციელდება. რაც შეეხება ვენტილაციას, უსაფუძვლოა განცხადება, რომ უსაფრთხო საკნებში ვენტილაციის პრობლემა არსებობს, რადგან ამ საკნების ვენტილაცია 24 საათიან რეჟიმში“, - აღნიშნულია სასჯელარსრულების დეპარტამენტის გავრცელებულ წერილში.   

 

წერილს აჭარის ტელევიზია ავრცელებს.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ლგბტ მხარდამჭერების და მოწინაღმდეეგების აქცია - პირდაპირი






ილია მეორეს აზრით ქართველ ადამიანს არ ჭირდება სიმდიდრე მას ღმერთის მადლი უნდა
„ყაზტრანსგაზი“ ჩიტის ბუდეებიდან გამომდინარე საშიშროებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics