23:31 - 17 Jun, 2019
2019-04-01 23:25:54, 2145 ნახვა
საქართველოს ისტორიაში პირველად!

ATP-მ ვაჟ ჩოგბურთელთა ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ორი პოზიციით დაწინაურდა და სიის მე-17 ადგილზე იმყოფება.

 

საქართველოს პირველი ჩოგანის ანგარიშზე 1930 სარეიტინგო ქულაა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილის კარიერის მანძილზე ეს მისი საუკეთესო მაჩვენებელია. აქამდე ATP-ს სიაში ყველაზე მაღალ საფეხურზე, მე-18 ადგილზე ბასილაშვილი მიმდინარე წლის 11 მარტს იმყოფებოდა.

გარდა ამისა, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ეს ყველაზე მაღალი შედეგია, რაც კი ქართველმა ჩოგბურთელმა მიაღწია.სიის მე-18 ადგილზე მყოფ იტალიელ ფაბიო ფონინის 1885 ქულა, მე-16 ადგილზე მყოფ იტალიელს მარიო ჩეკინატოს კი 2021 ქულა აქვს.

სიის პირველ სამ პოზიციას ცვლილებები არ შეხებია - პირველ ადგილზე კვლავ სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია (11070), მეორეზე - ესპანელი რაფაელ ნადალი (8725), მესამეზე კი გერმანელი ალექსანდრ ზვერევი (6040).

 




ავტორი: გიორგი ბერაია, სპორტის მიმიმხილველი


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






საპატრიარქოს მორიგი სკანდალური განცხადება - გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, თუ ის მორალს ეწინააღმდეგება
რატომ იტყუება მართმადიდებლური ეკლესია სოდომურ ცოდვაზე და რა წერია ბიბლიაში

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics