21:55 - 24 Aug, 2019
2019-04-01 19:52:26, 1668 ნახვა
სენაკში დასავლეთ სარდლობის იუბილე აღინიშნა

სენაკში, II ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე დასავლეთ სარდლობის დაარსების დღე აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი, დასავლეთ სარდლობაში შემავალი ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები დაესწრნენ.

თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ და დასავლეთ სარდლობის სარდალმა საბრძოლო მოქმედებებში, ასევე საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს. მათ დასავლეთ სარდლობის თითოეული ქვედანაყოფის ღვაწლი აღნიშნეს, სამხედრო მოსამსახურეებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატება უსურვეს.

დასავლეთ სარდლობის იუბილე დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. პირადი შემადგენლობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებისთვის მედლით „სამშობლოსთვის თავდადებული“, საქართველოს თავდაცვის სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის I ხარისხის მედლებით, ასევე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სამსახურებრივი საშტატო იარაღებით დაჯილდოვდა.

დღესვე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ინიციატივით II და III ქვეით ბრიგადებში სპორტული დარბაზები საზეიმოდ გაიხსნა. სპორტული კომპლექსები სამხედრო მოსამსახურეებში ჯანსაღი და სპორტული ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ასევე ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას ქვედანაყოფებში სხვადასხვა სპორტული სახეობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

ღონისძიება ღია კარის დღით დასრულდა. მოწვეულ სტუმრებს სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების საშუალება მიეცათ.

სახმელეთო ჯარების სარდლობა 2006 წლის 17 თებერვალს ჩამოყალიბდა. 2016 წელს გაუქმდა სახმელეთო ჯარების სარდლობა და საქართველოს პრეზიდენტის (უმაღლესი მთავარსარდლის) 2016 წლის 04 მარტის N1 ბრძანებით დამტკიცდა ორი სარდლობა: სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობა და სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობა.

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics