02:54 - 18 Jun, 2019
2019-04-01 18:27:55, 1560 ნახვა
რეჯეპ ტაიფ ერდოღანის პარტიამ ანკარასა და სტამბოლში არჩევნები წააგო

თურქეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია, - ამის შესახებ Euronews იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, მმართველმა „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიამ არჩევნები ანკარასა და სტამბოლში წააგო. აღსანიშნავია, რომ თითქმის 20 წლის განმავლობაში ამ ქალაქებში არჩევნებს ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის პარტია იგებდა. 

მედიის ცნობით, ანკარის და სტამბოლის მერის თანამდებობებს "სახალხო-რესპუბლიკური" პარტიის კანდიდატები დაიკავებენ.

ამასთან, ერდოღანის თქმით, მმართველი პარტია ქვეყნის მუნიციპალური ორგანოების 56%-ს აკონტროლებს. 

არჩევნებზე 57 მილიონი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






საპატრიარქოს მორიგი სკანდალური განცხადება - გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, თუ ის მორალს ეწინააღმდეგება
რატომ იტყუება მართმადიდებლური ეკლესია სოდომურ ცოდვაზე და რა წერია ბიბლიაში

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics