23:19 - 17 Jun, 2019
2019-03-31 12:54:21, 1748 ნახვა
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემა საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებსაც შეუძლიათ

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემა საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებსაც შეუძლიათ. საარჩევნო უბანი თბილისში, უკრაინის საელჩოს შენობაში არის გახსნილი. საქართველოში უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, საარჩევნო უბანი დღეს, თბილისის დროით 08:00 საათზე გაიხსნა, კენჭისყრის პროცესი 20:00 საათზე დასრულდება.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელშიც 39 კანდიდატია დარეგისტრირებული. პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენქვეყნის ტერიტორიაზე 199 საარჩევნო ოლქია. სულ 29 888 საარჩევნო უბანი მოქმედებს, საზღვარგარეთ კი 101 საარჩევნო უბანში მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი.

საკუთარი კანდიდატურები წარადგინეს ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ, პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერმა იულია ტიმოშენკომ, შოუმენმა ვლადიმერ ზელენსკიმ, გაერთიანების „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ თავმჯდომარის მოადგილე იური ბოიკომ, „სამოქალაქო ოპოზიციის“ ლიდერმა ანატოლი გრიცენკომ, რადიკალური პარტიის ლიდერმა ოლეგ ლიაშკომ და სხვებმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






საპატრიარქოს მორიგი სკანდალური განცხადება - გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, თუ ის მორალს ეწინააღმდეგება
რატომ იტყუება მართმადიდებლური ეკლესია სოდომურ ცოდვაზე და რა წერია ბიბლიაში

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics