03:27 - 18 Jun, 2019
2019-03-29 18:45:20, 1582 ნახვა
ტრამპი: უკეთესი განათლება მაქვს, ვიდრე ლიბერალებს, უფრო ჭკვიანი ვარ, ვიდრე ისინი, მე პრეზიდენტი ვარ, ისინი - არა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მისთვის გაუგებარია რატომ მიიჩნევენ თავიანთ თავს ელიტად ლიბერალები, რომლებიც მას მუდმივად უპირსპირდებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას Newsweek ავრცელებს.

მედია საშუალების ცნობით, თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნული განცხადება მიჩინგანში გამართულ წინასაარჩევნო ყრილობაზე გააკეთა. 

"ყოველთვის ვისმენ სიტყვა ელიტას. ყოველთვის ვამბობ - "ისინი ელიტა არიან, მე არა". მე უფრო ჭკვიანი ვარ, ვიდრე ისინი [ლიბერალები], მე უკეთეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დავდიოდი, ვიდრე ისინი, მათზე უკეთესი სახლები მაქვს, მათზე განათლებული ვარ. ყველაფერი მათზე უკეთესი მაქვს. მე პრეზიდენტი ვარ, ხოლო ისინი არა. ამის მერე ისევ ამბობენ - ელიტა, ელიტა", - განაცხადა ტრამპმა.

მან ადგილზე შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი [მისი მხარდამჭერები] არიან ელიტა.

"ისინი [ლიბერალები] არ არიან ელიტა. ელიტა ხართ თქვენ, ელიტა ვართ ჩვენ. თქვენ უფრო ჭკვიანები და ლოიალურები ხართ", - დასძინა ამერიკის პრეზიდენტმა. 

 

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






საპატრიარქოს მორიგი სკანდალური განცხადება - გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, თუ ის მორალს ეწინააღმდეგება
რატომ იტყუება მართმადიდებლური ეკლესია სოდომურ ცოდვაზე და რა წერია ბიბლიაში

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics