22:58 - 17 Jun, 2019
2019-03-27 16:38:15, 3158 ნახვა
დახვეწილი HUAWEI X Gentle-ჭკვიანი სათვალე, ყურსასმენი და ასისტენტი ერთ აქსესუარში

Huawei-კომპანია საკუთარი გზით და მომავლის თავისებური ხედვით-ასე შეიძლება დავახასიათოთ ჩინური გიგანტი , რომელმაც ძალიან ცუდათ დაიწყო, მაგრამ დღეს კონკურენციას ისეთ ცნობილ და ძველ ბრენდებს, როგორებიცაა "კუპერტინო" და "სამსუნგი" უწევს. მრავალი წლის განმავლობაში საკუთარი ინოვაციური იდეების არქონის შემდეგ , "ჰუავეი"-მ როგორც ჩანს იმ გზას მიაგნო, რომელიც IT ტექნოლოგიების სფეროს მწვერვალზე აიყვანს. 


2 დღის წინ კომპანიამ საზოგადოებას საკუთარი ინოვაციური პროდუქტი რთული სახელით  Huawei X Gentle Monster EyeWear წარუდგინა. მოწყობილობა ვიზუალურად საკმაოდ დახვეწილ სათვალეს წარმოადგენს, მაგრამ მასში ადგილი ორმა დინამიკმა, მიკროფონმა, ბატარეამ , ბლუთუსმა და ორმა სენსორმა მოიძებნა. 


ჩვენ ადრეც გვსმენია "ჭკვიანი" სათვალის კონცეფციების შესახებ, ასეთი რამ თავის დროზე GOOGLE-მა გამოუშვა, მაგრამ "სიკეთის კორპორაციის" პროდუქტი ძალიან ძვირადღირებული, არაკომფორტული და საეჭვო ფუნქციონალის აღმოჩნდა.
"ჰუავეი"-მ საკუთარი "ჭკვიანი სათვალე" 4 განსხვავებულ დიზაინში, აზიაში ცნობილ სათვალის მწარმოებელ კომპანიასთან  Gentle Monster-თან კოლაბორაციაში გამოუშვა. სიახლის ფასი უცნობია, მაგრამ კომპანიის თანამშრომლების თქმით  X Gentle საკმაოდ ხელმისაწვდომი იქნება. ცნობილია აგრეთვე ისიც, რომ მოწყობილობა სითხისგან და მტვრისგან არის დაცული. X Gentle ჩინეთში გაყიდვაში ივლისიდან გამოვა.

 

 








ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






საპატრიარქოს მორიგი სკანდალური განცხადება - გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, თუ ის მორალს ეწინააღმდეგება
რატომ იტყუება მართმადიდებლური ეკლესია სოდომურ ცოდვაზე და რა წერია ბიბლიაში

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics